პროექტის შესახებ

სიმეტრია პარკი არა უბრალოდ მორიგი საცხოვრებელი უბანია, არამედ ცხოვრების ახლებური სტანდარტია. მისი კონცეფცია „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე, ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა. სიმეტრია პარკი იდეალური გარემოა მათთვის, ვინც განვითარებას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ეძებს საქმიანი და პირადი სივრცეების ჰარმონიულ ბალანსს. სიმეტრია პარკი 31 ინდივიდუალურ სახლსა და 39 აპარატამენტს აერთიანებს.

ლოკაცია

პროექტი თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 წუთის სავალზე, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს. პროექტის გამორჩეული ლოკაცია ქალაქის ხმაურისგან მოშორებას და რეკრეაციასთან სიახლოვეს უზრუნველყოფს. მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის. საცხოვრებელ უბანთან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, კერძო და საჯარო სკოლები.

არქიტექტურა

სიმეტრია პარკის არქიტექტურა იდეალური ბალანსს ქმნის და ის სრულად ერგება პროექტის კონცეფციას არქიტექტურული მოდელი საცხოვრებელი უბნის იმგვარ ფუნქციურ დაყოფას გულისხმობს, რომლის დროსაც მობინადრეების განსხვავებული სურვილები და ცხოვრების წესი არ კვეთს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

ოთხი სეზონის გამწვანება

დენდროლოგიურ პროექტში აქცენტი გამწვანების არა მხოლოდ ეკოლოგიურ მხარეზე, არამედ მის დამატებით ფუნქციურ დატვირთვაზეა გაკეთებული. აქედან გამომდინარე, პროექტში გათვალისწინებულია, როგორც ანტიალერგიული მცენარეები, ასევე ხეების ჭადრაკული განლაგება, რაც საკუთარ სახლსა თუ ეზოში იზოლირებას და განტვირთვას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

ჰარმონიული გარემო
თქვენი კომფორტისთვის

ლობი

კომფორტული და მოსასვენებლი სივრცეთქვენ სტუმრებისთვის

კონსიერჟი

თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს კონსიერჟი

საერთო სამუშაო სივრცე

co-working სივრცე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიულ საქმეებზე კონცენტრაციისთვის.

რეკრეაცია

ოქროყანის დაბალანსებული, უნიკალური კლიმატი ქმნის ჰარმონიულ გარემოს საცხოვრებლად. ბუნებრივ გამწვანებას ემატება პროექტში არსებული ცენტრალური პარკის გამწვანება და ინდივიდუალური გამწვანების პროექტები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელ უბანში განსაკუთრებით გამორჩეული ეკო-სისტემის შექმნას.

საფეხმავლო ბილიკები

საავტომობილო გზასთან ერთად სიმეტრია პარკი საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორს, მთაწმინდის პარკს, თბილისის ბოტანიკურ ბაღს და კუს ტბას.

შეხვედრების სივრცე

საერთო შეხვედრების სივრცე, რომლის მთავარი მიზანი მაცხოვრებლებს შორის სოციალიზაციას ხელშეწყობაა სივრცე დაპროექტებულია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ღონისძიებების გასამართად.

უსაფრთხოება 24/7-ზე

ვიდეოდაკვირვების სისტემა

ვიდეოთვალებით მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების სტანდარტებს მუდმივ შენარჩუნებას.

სახანძრო სისტემები

გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია და სახანძრო სისტემები გამართულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.

ვიდეოდაკვირვების სისტემა

სიმეტრია პარკში გათვალისწინებულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც მაცხოვრებლების სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მობინადრეებს ან მათ სტუმრებს შეუძლიათ.

24-საათიანი უსაფრთხოება

პროექტირებისას ნაფიქრია ყველა იმ დეტალზე, რომლებიც მობინადრეების 24-საათიან უსაფრთხოებას განაპირობებს და ხელს უწყობს მათ ჰარმონიულ ცხოვრებაში.

მუდმივი წესრიგი

საერთო მოხმარების სივრცეების დასუფთავება

საერთო მოხმარების სივრცეებს და მათ მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან სიმეტრია პარკის იდეა არის ჰარმონიული საცხოვრებელი პირობების შექმნა, როგორც სახლში, ასევე მის გარეთ.

ლიფტების ტექნიკური მომსახურება

ორივე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში ლიფტებს ჩაუტარდებათ გეგმიური ტექნიკური სამუშაოები და ისინი მუდმივად შეუფერხებლად იმუშავებენ.

საპარკინგე სისტემა

თითოეულ ინდივიდუალურ სახლს, ავტოფარეხის გარდა, აქვს დამატებით ორი საპარკინგე ადგილი. მრავალბინიანი საცხოვრებლების მინუს ორ დონეზე მდებარეობს ყველა ბინაზე გათვლილი საპარკინგე სივრცეები. ასევე, პროექტის გამხსნელ შენობასთან დაპროექტებულია დამატებითი საპარკინგე ზონა.

შიდა სატრანსპორტო სისტემა

სიმეტრია პარკში საფეხმავლო, ველოსიპედისა და სამანქანო გზების გააზრებული გადანაწილება საცხოვრებელ უბანში მუდმივად ინარჩუნებს სიმშვიდეს. ავტომობილს, უბანში შესასვლელად და გამოსასვლელად, ორჯერ არ უხდება ერთსა და იმავე გზაზე გავლა; ველოსიპედებისთვის ცალკეა გათვალისწინებული ბილიკი და მარშრუტი; განიერი ტროტუარები კეთილმოწყობილია და კომფორტულია საბავშვო ეტლებით გადაადგილებისთვის. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

დამატებითი სერვისები

სპორტული დარბაზი

სიმეტრია პარკის მაცხოვრებლებისთვის Panorama view-ს -1 სართულზე მოეწყობა სპორტული დარბაზი, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

იოგის დარბაზი

სიმეტრია პარკის მთავარი მიზანი ჰარმონიული გარემოს შექმნაა. ამისთვის საცხოვრებელ უბანში მოეწყობა იოგის დარბაზი, სადაც მობინადრეები მშვიდ გარემოში, ოქროყანის ხეობის ხედის ფონზე შეძლებენ იოგით დაკავებას.

სპა

დამღლელი დღის შემდეგ სპა პროცედურები იდეალური განტვირთვაა. სიმეტრია პარკის მაცხოვრებლებს შეეძლებათ სპა ოთახში ჩაიტარონ სარელაქსაციო პროცედურები და აღიდგინონ ენერგია.

საბავშვო ოთახი

სპეციალურად მოწყობილ ოთახში სიმეტრია პარკის პატარა ბინადრებს შეეძლებათ გაერთონ და ითამაშონ საინტერესო თამაშები.

მშენებლობის ხარისხი

ენერგოეფექტურობა

სიმეტრია პარკის ყველა შენობა სრულად ენერგოეფექტურია.

ფასადის მოპირკეთება

ინდივიდუალური სახლების ფასადები მოპირკეთდება სამი სხვადასხვა მასალით. 1. აგური. 2. ღია ფერის ბუნებრივი ქვა. 3. ნაცრისფერი ბუნებრივი ქვა.

ალუმინის ვიტრაჟები

ინდივიდუალურ სახლებში დამონტაჟებულია უმაღლესი კლასის, reynaers-ის სლაიდური ტიპის ვიტრაჟები, რომლებიც გარდა ესთეტიკური მხარისა ინდივიდუალურ სახლებს უზრუნველყოფს ხმითა და თბოიზოლაციით.

გათბობა-გაგრილების სისტემა

გათვალისწინებულია ორი ტიპის გათბობა-გაგრილების სისტემა:

1. ცენტრალური ელექტროგათბობა-გაგრილების სისტემა
2. ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობის სისტემა.

ხმის იზოლაცია

პროექტში ყველა ნაგებობა შენდება „ბედეგის“ იზობლოკით, რაც უზრუნველყოფს ხმის მაქსიმალურ იზოლაციას, რაც თავის მხრივ შექმნის სიმყუდროვესთაუნჰაუსებსა თუ აპარტამენტებში.

კონსტრუქცია

მიწისქვეშა არსებული კონსტრუქცია ამოშენებულია B25W8 წყალგაუმტარი ბეტონით, რაც იცავს კონსტრუქციას გრუნტის წყლებისგან. ინდივიდუალური სახლების სარდაფის სივრცეების კედლები დაცულია საიზოლაციო მემბრანით, რაც კედლებს იცავს ნესტისგან.

ღია სივრცე

სიმეტრია პარკში საერთო გამოყენების სივრცეების არსებობას დიდი ყურადღება ეთმობა.

ცენტრალურ პარკი, რომელიც პროექტის შუაგულშია განთავსებული, სარელაქსაციო ფუნქციას ატარებს, რაც უბანში მუდმივი სიმშვიდის

ბავშვებისთვის დაპროექტებულია დაცული და გამწვანებული სათამაშო მოედანი; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად შემუშავებულია სპორტული დარბაზის და მინი-სპის კონცეფცია;

მაცხოვრებლებს შორის მეტი სოციალიზაციისთვის პროექტში მოეწყობა შეხვედრების სივრცეები.