სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 28.01.2021
„სიმეტრია პარკი“ - ჰარმონია შინ და გარეთ

სხვა მრავალ საკითხთან ერთად, კორონავირუსის უპრეცედენტო მოვლენებმა გვიჩვენა რაოდენ ცოტას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური გარემო კომფორტულად ვაქციოთ. კარანტინი მეტად გაუსაძლისი გახდა, შესაძლოა იმის გამო, რომ ჩვენმა გადატვირთულმა, გარეთ გასვლაზე ორიენტირებულმა ცხოვრებამ დაგვაშორა საკუთარ სახლებს, და კიდევ უფრო მეტად გამიჯნა ჩვენი შინ და გარეთ ყოფა. გადაღლილი თბილისელებისთვის მეტად ჰარმონიული გარემოს შექმნისაკენ სწრაფვაში, საქათველოს ერთერთმა წამყვანმა უძრავი ქონების განვითარების კომპანიამ - „სიმეტრია“ შექნა „სიმეტრია პარკი“.  20 000 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი „სიმეტრია პარკი“ საქართველოს დედაქალაქს - თბილისს გადმოჰყურებს ოქროყანიდან. პარკი შედგება 39 ბინისა და 31 ინდივიდუალური თაუნჰაუზისგან. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გარეთ შეგიძლიათ და პირიქით.

„სიმეტრია პარკის“ კონცეფცია დაფუძნებულია იდეაზე „ჰარმონია შინ და გარეთ“, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებთან ადაპტირებულ დახურულ საცხოვრებელ ტერიტორიას. აქ ინტერიერი და ექსტერიერი სიმეტრიულად მნიშვნელოვანია, რაც პროექტის გეგმაში, დიზაინსა და ადამიანების ურთიერთობებისა და სოციალიზაციის იდეაში ვლინდება,“ განაცხადა სიმეტრიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარიელ გაბუნიამ.

მისი თქმით, პროექტზე ფიქრისას კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა. იქედან გამომდინარე, რომ „სიმეტრია პარკის“ შემქმნელებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ უბანი დამატებითი საზაფხულო რეზიდენცია კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ყოველდღიური საცხოვრებელი სივრცე, მათ შეარჩიეს ქალაქის ქაოტური ხმაურისგან თავისუფალი ნაწილი და გადაიტანეს ის სილამაზით გამორჩეულ ადგილზე ისევ ქალაქის ტერიტორიაზე.

„ჩვენ შევარჩიეთ ადგილმდებარეობა თბილისის ცენტრიდან რვა წუთის სავალზე, ქალაქში ყველაზე დიდ პარკთან და ყველაზე გამორჩეულ სარეკრეაციო ტერიტორიასთან ახლოს. „სიმეტრია პარკის“ მაცხოვრებლები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან დამატებითი ინფრასტრუქტურით და მომსახურებებით, რომლითაც შეიქმნება უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფერო ცხოვრებისა და დასვენებისთვის, რაც მოიცავს ფიტნეს-დარბაზს, სპას, მრავალფუნქციურ საბავშვო მოედანს, სკვერს, ველოსიპედების ბილიკს, საფეხმავლო ბილიკებს და საერთო მოხმარების სამუშაო, სარეკრეაციო ან კომერციულ ფართებს.“

 

 

კომპანიის თქმით, „სიმეტრია პარკი“ პირველ რიგში ცხოვრების წესია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ის რაც თბილისის ინფრასტრუქტურას აკლდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არის ადამიანებზე ორიენტირებული აღქმა: ავტომობილებსა და მანქანებში ჩაფლულები, ბეტონის ჯუნგლებში მცხოვრები და სიმწვანეს მონატრებული ადამიანები, გადმოდიან ახლად აშენებულ საბინაო კომპლექსში. „სიმეტრია პარკის“ დაგეგმვისას, უძრავი ქონების განვითარების კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ადამიანების საჭიროებების და სურვილების მსოფლიოს ცენტრად გადაქცევის შესახებ, მათთვის სიმშვიდით, უსაფრთხოებით, ნარგავებით, სუფთა ჰაერით, ცენტრალიზაციით და ინდივიდუალიზმით, ერთი სიტყვით - ჰარმონიით სავსე უბნის შექმნის გზით. გზები და ტროტუარები ისეთი სახით მოეწყობა, რომ დასახლებული პუნქტი მიუერთდება მთაწმინდის პარკს, თბილისის ფუნიკულიორს, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს.

„სიმეტრია პარკი“ აკმაყოფილებს თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეში იდეალური გარემოს შესაქმნელად ადამიანისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს. პროექტზე თვალის შევლებით აშკარა ხდება, რომ ეს არის უამრავი დეტალის ყურადღებით გააზრების, სხვადასხვა კვლევის და გარემოს სათანადოდ შეფასების შედეგი. გათვალისწინებულია ყველა ფაქტორი, მათ შორის ანტიალერგიული მცენარეების დარგვა ადამიანსა და ბუნებას შორის ბარიერების შესამცირებლად, რაც „სიმეტრია პარკს“ თერაპიულ თვისებებს მატებს.

პროექტის შემქმნელებმა ხეების ეზოებში გადაადგილებაც კი გაითვალისწინეს, მაცხოვრებლებისთვის მყუდრო გარემოს შესაქმნელად. „სიმეტრია პარკში“ ყველა სახლს დიდი ფანჯრები აქვს, რათა მაცხოვრებლებმა სახლებიდან გარემოს საუკეთესო პეიზაჟები დანახვა შეძლონ. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, წლის ნებისმიერ დროს მათ წინაშე გადაიშლება თვალწარმტაცი პეიზაჟები, რასაც ხელს შეუწყობს ისეთი ფორმით დაპროექტებული ლანდშაფტი, რომლითაც ხაზი გაესმევა შემოდგომისა და ზამთრის კონტრასტირებას. „სამტრედია პარკის“ მაცხოვრებლები პირველი გაიგებენ გაზაფხულის მოსვლას, ზაფხული კი მათი ფანჯრებიდან ყველაზე ფერადოვანი იქნება. მრავალმა პროფესიონალმა გულმოდგინედ იმუშავა შინ და გარეთ ასეთი ჰარმონიული გარემოს შექმნაზე. პროექტის არქიტექტურაზე იზრუნა კომპანიამ „DMARK“.

„შევეცადეთ დაგვენახა ჩვენი ქალაქის პრობლემები და ეს საკითხები არქიტექტორებისთვის გაგვეზიარებინა. ასევე გაგვეთვალისწინებინა მსოფლიოს სხვა ქალაქების გამოცდილება, მოგვეძია პრობლემების მოგვარების გზები,“ გენერალურმა დირექტორმა გაუზიარა „GEORGIA TODAY“-ს.

„სიმეტრია პარკის“ მაცხოვრებლები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა სახის ინფრასტრუქტურით და მომსახურებით, ცხოვრებისა და დასვენებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც მრავალ სარგებელთან ერთად მოიცავს 24-საათიან დაცვას, ვიდეო-თვალთვალის სისტემას, საერთო მოხმარების სივრცის დასუფთავების და კონსიერჟის მომსახურებას. უფრო მეტიც, ის სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანზე.

„დიდი ქალაქის ცხოვრების“ სტრესისგან გაქცევის შესაძლებლობაა სახლი, სადაც გაქვთ გარემო, რომელიც მომდევნო დღისთვის ენერგიის აღდგენის და ახალი დღის პოზიტიურად დაწყების შესაძლებლობას მოგცემთ,“ აღნიშნავს გაბუნია. ამ პროექტთან დაკავშირებით ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ ის ორიენტირებულია როგორც ადამიანზე, ისე - გარემოზე, ენერგოდამზოგველი გადაწყვეტილებების გამოყენებით. „ეს არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ ღირებული ფაქტორიც არის: ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე და ვუერთდებით ენერგიის წყაროებს, რომლებიც ნაკლებად აზიანებენ გარემოს,“ - დასძენს გაბუნია.

კიდევ ერთი უპირატესობა იმისა, რომ გახდეთ „სიმეტრია პარკის“ მაცხოვრებელი ის არის, რომ კომპლექსი მკაცრად პროექტირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მეზობლებს არ ექნებათ მოულოდნელი ნაგებობების ან მიშენებების მოწყობის შესაძლებლობა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ეს კიდევ ერთი გამოსავალია ქალაქ თბილისის ინფრასტრუქტურის არაპროგნოზირებადობისგან თავის დაღწევისთვის. „სიმეტრია პარკი“ არა მხოლოდ ჰარმონიულ გარემოს ქმნის, არამედ სტაბილურობის გარანტიასაც იძლევა. პროექტში 40 მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. მშენებლობის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. მეორე ეტაპიც მალე დაიწყება. პროექტის დასრულება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

 

"სიმეტრიის“ შესახებ  

 

„სიმეტრია პარკი“ უძრავი ქონების განვითარების კომპანიის „სიმეტრია“ პროექტია. კომპანია 2006 წელს დაფუძნდა. ის არის საინვესტიციო ჯგუფის „კაპიტოლი“ წევრი და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორს აერთიანებს. ჯგუფი უმეტესად ფუნქციონირებს ინვესტიციების მოზიდვის და მათი მართვის მიმართულებით. 2011 წლის შემდეგ „სიმეტრია“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფუნქციონირებს საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე სასტუმროების, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის მიმართულებით. მათი საქმიანობები მოიცავს სამუშაოს პროექტის მართვას იდეიდან მის საბოლოო განხორციელებამდე, მასზე სრული პასუხისმგებლობით. ყველა შემთხვევაში, „სიმეტრიას“ გუნდი ქმნის კარგად გააზრებულ ბიზნეს-გეგმას, შეიმუშავებს კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პროექტს და შემდეგ უზრუნველყოფს ინვესტიციის და პროექტის განხორციელებას, სტაბილურობაზე, განვითარებასა და მოლოდინების დაკმაყოფილებაზე დაფუძნებული კომპანიის რეპუტაციის შექმნის გზით. „სიმეტრია პარკის“ შექმნით, კომპანია გვთავაზობს ბეტონის ჯუნგლების ალტერნატიულ საცხოვრებელს, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს სტრესით სავსე ურბანული პრობლემებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს, ისე, რომ მათ არ უწევთ ქალაქის დატოვება. მათი ქაოსი ორმაგ ჰარმონიად გარდაიქმნება, ოთხ კედელში მოქცეული სახლის შიგნით და მის გარეთ. ოდესმე ისევ თუ მოგვიწევს კარანტინში გადასვლა, ზუსტად ვიცი, სად ვისურვებდი ყოფნას.