სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 28.02.2021
ქალაქის ცენტრთან და ბუნებასთან ახლოს ცხოვრების უპირატესობები

ქალაქის ხმაურისა და მანქანების გამონაბოლქვით გაჯერებული ჰაერის ფონზე უპირატესობა  ბუნების წიაღში ცხოვრებას ენიჭება, მით უმეტეს, თუ შენს საცხოვრებელს ერთის მხრივ კოჯრის ტყე, ხოლო მეორეს მხრივ მთაწმინდის პარკი ესაზღვრება. ყოველ დილას ბუნების პანორამულ ხედებთან ერთად გაღვიძებული ხარბად ჩაისუნთქავ კოჯრიდან ოქროყანისკენ მონაბერ ჰაერს და შენს თვალწინ გადაშლილი პეიზაჟები აგავსებს ენერგიითა და ხალისით.  

სიმეტრია პარკი“  პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომლექსია, რომელიც ყველა თქვენს სურვილს რეალობად აქცევს. “Panorama View”- ხედით ქალაქზე და “Park View”- ხედით ცენტრალურ  პარკზე იდეალურია  სულიერი და ესთეტიური ჰარმონიის მისაღწევად.

დღეს მოგიყვებით იმ 3 მთავარი უპირატესობის შესახებ, რაც ქალაქის ცენტრთან და ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას ახლავს თან.



გარემო

 

როგორია ის იდეალური სახლი, რომელში ცხოვრებაზეც გიოცნებიათ?


ალბათ, გონებაში პირველი რაც ამოგიტივტივდებათ - უსაზღვრო სივრცის შეგრძნება და სიმწვანეში ჩაფლული მყუდრო და თბილი სახლია. სწორედ, ბუნებასთან ახლოს, ღია, გაშლილ და მწვანე გარემოში ცხოვრება მოქმდებს  ყველაზე დადებითად ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე, გავსებს ახალი ენერგიით, გმატებს სიცოცხლის ხალისს. რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ქალაქის სწრაფი ცხოვრების ტემპი, სახლში დაბრუნებულს მაინც სიმშვიდე და მთელი დღის დაღლილობისგან განტვირთვა გჭირდება. დამღლელი დღის შემდეგ ვერანდაზე ჯდომას, თბილისის ხედით ტკბობასა და სუფთა ჰაერზე გონების დასვენებას ვერაფერი შეედრება! რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე დატვირთული სამუშაო კვირის ბოლოს ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად ბუნებითა და სუფთა ჰაერით ტკბობა? 

სიმეტრია პარკისაშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზე, უკან მოიტოვოთ თბილისის ხმაური, დაღლილობა, დაძაბულობა და სტრესი. წარმოუდგენელია, რომ  8 წუთში სრულიად იცვლება  ცხოვრება, რასაც პირველად ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი და  სიმშვიდე გაგრძნობინებთ. 

 

 

პანორამული ხედები

 

ინდივიდუალური სახლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, სრულად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და აქ გატარებულ  წამს ერთ დიდ სანახაობად აქცევს. შემოდგომის ჭრელი ფერები, თოვლიანი ზამთარი, მზის ოქროსფერი სხივებით გაჯერებული გაზაფხული და მწვანეში ჩაფლული ზაფხული - წელიწადის ოთხივე დროის სურნელს ხომ უფრო ახლოს და ხელშესახებად შეიგრძნობს აქ ადამიანი

სწორედ, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანია  “სიმეტრია პარკის” მთავარი ამოსავალი წერტილი. ჯანმრთელობა და ბედნიერების შეგრძნება ერთად კი მხოლოდ ბუნებასთან ჰარმონიაში მიიღწევა. ამ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებს თბილისის პანორამული ხედის ყურება. „სიმეტრია პარკის“ შერჩეული ადგილიდან კარგად იშლება ქალაქის სურათი და მასზე ზემოდან დაკვირვება მისი მასშტაბურობისა და  მრავალფეროვნების აღქმას გვიმძაფრებს. ქალაქის შორიდან ყურებამ, შეიძლება, ისეთივე სიმშვიდე მოგვგვაროს, როგორც ზღვის პირას ყოფნამ და მისით ტკბობამ, რადგან ამ დროს მისი ხმაურისა და ქაოსისგან მოწყვეტილები  გვერდიდან უფრო მშვიდად ვადევნებთ თვალს. 

ასეთ გარემოში ყოველი დილა ახალი სიცოცხლის, ახალი ენერგიისა და შთაგონების მომცემია. სუფთა ჰაერზე სეირნობა თუ ვარჯიში, ვერანდაზე მზის ამოსვლის ყურება ფინჯანი ყავით ხელში ჰარმონიული დღის დასაწყისია, რომელიც თავისთავად წარმატების საწინდარია! 

... და მნიშვნელობა არ აქვს დილას როგორ დაიწყებთ - ვარჯიშით, სპა პროცედურებით, მედიტაციით ან იოგით - წყნარი და დაბალანსებული გარემო შინაგანი სიმშვიდის უმთავრესი წინაპირობაა

 

 

ქალაქის ცენტრთან  სიახლოვე

 

ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრება ხშირად ძალიან გვიმარტივებს ყოველდღიურობას, რადგან ყველაფერი, რისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება, ზუსტად რამდენიმე წუთის სავალზეასამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი, მეგობრები, ოჯახის წევრები, გასართობი ცენტრები, საყვარელი კაფეები და ბარები.

 

თუ კინოთეატრში ფილმის ყურებას, ან სულაც წიგნების მაღაზიებსა თუ საოჯახო საყიდლებზე გასვლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილებას მთელი დღე არ დაუთმოთ და სახლიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დიდი დრო არ დახარჯოთ. ცხოვრება სწრაფად მიედინება, შესაბამისად, არავის გვაქვს ზედმეტი საათები, რომელთა გატარებასაც მანქანაში და ზოგადად ტრანსპორტში ვისურვებდით

სიმეტრია პარკზესაუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც ახლოს შეიძლება ვიყოთ ბუნებასთან, სიმწვანესთან და ულამაზეს ხედებთან, იმდენად ახლოს ვართ ქალაქის შუაგულთან. ამ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომლექსის მთავარი ხიბლიც ხომ ზუსტად ეს არის - თანამედროვე ადამიანების ცხოვრების ყველა საჭიროების გათვალისწინება და შესაბამისად ისეთი ადგილმდებარეობის შერჩევა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და მარტივს გახდის

 

 

ჰარმონია შინ და გარეთ

 

სიმეტრია პარკისკონცეფცია ემყარება ერთ მარტივ და ამავდროულად,  მნიშვნელოვან იდეას - ჰარმონია შინ და გარეთ”. თითქოს იოლად აღსაქმელია, თუ რას უნდა გულისხმობდეს ეს, თუმცა კი იდეის -ჰარმონია შინ და გარეთ- შესრულება და ყველა საჭირო კომპონენტის გათვალისწინებით ამ დაპირების რეალობად ქცევა საკმაოდ რთულ დავალებას წარმოადგენს და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. რთულია, რადგან ეს გულისხმობს სრულ კომფორტს 21- საუკუნის ადამიანისთვის

აპარტამენტები თბილისის ცენტრთან ახლოს, ხედები ქალაქსა და ბუნებაზე, გამორჩეული ადგილმდებარეობა რეკრეაციული ზონებით, ბინები პანორამული ხედით, მთაწმინდის პარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და კუს ტბასთან დაკავშირებული სამანქანო გზები, ენერგო ეფექტური შენობები ინდივიდუალური მზის ელექტრო სადგურით, გამართული ინფრასტრუქტურა, ოთხი სეზონის გამწვანება, მებაღის მომსახურება, დაცვის სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეები (სამუშაო სივრცე, სპორტდარბაზი, სპა, იოგას დარბაზი), 24 საათიანი უსაფრთხოებისა და ვიდეოდაკვირვების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საფეხმავლო ბილიკები - მოკლედ რომ ვთქვათ, ჩამონათვალი დიდია და ვრცელია სია იმისა, თუ რა უპირატესობები გააჩნიასიმეტრია პარკისთანამედროვე საცხოვრებელ უბანს

მთავარია, რომ ქალაქის ცენტრთან და ბუნებასთან ახლოს ცხოვრებასიმეტრია პარკისშემთხვევაში გულისხმობს სრულ ჰარმონიასა და  იმ ტიპის კომფორტს, რაც 21- საუკუნის ადამიანის ყველა საჭიროებას, სურვილსა და მოთხოვნილებას უზრუნველყოფს თანამედროვე შესაძლებლობების გამოყენებით.

საბოლოოდ, ყველაფერი ეს, რაზეც ძილის წინ გიოცნებიათ, ან სამომავლო გეგმების სიაში ჩაგიწერიათ, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზეა

სიმეტრია პარკი“ ხომ უბრალოდ, მორიგი საცხოვრებელი უბანი არ არის, ეს ცხოვრების ახლებური, თანამედროვე სტანდარტია!