სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 09.03.2021
რა უპირატესობა აქვს კერძო ინდივიდუალურ სახლს ოქროყანაში

სახლი ოთხ კედელსა და უბრალო საცხოვრებელ სივრცეზე ბევრად მეტია. ეს არის შეგრძნება, რომელიც გეუფლება, როდესაც ზღურბლს გადააბიჯებ. შეგრძნება, რომ უსაფრთხოდ, მშვიდად და სასურველ გარემოში ხარ. შეგრძნება, რომ გელოდებიან და რომ შენი მოსვლა უხარიათ.

 

გამომშვიდობება ბავშვობის სახლთან ყველაზე რთული სწორედ ამიტომ არის ხოლმე. ეს ხომ ის ადგილია, სადაც ფეხი აიდგი, კითხვა და ასოების გამოყვანა ისწავლე, სადაც პირველი მეგობრები შეიძინე და საიდანაც პირველად წახვედი სკოლასა თუ უნივერსიტეტში. 

სახლი იმაზე მეტია, ვიდრე ვფიქრობთ. ის ხომ ყველა ჩვენი დღის მეგზურია.

 

სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ადგილს, რომელსაც შეარჩევ და სადაც გადაწყვეტ დასახლებას. 

 

და თუ მაინც, საცხოვრებელი სახლის შერჩევის პროცესში ხართ, გეტყვით, რომ თავისუფლების მოედნიდან სულ 8 წუთის სავალზე ერთი მყუდრო ადგილი გელოდებათ. ადგილი, სადაც შეძლებთ კერძო ინდივიდუალური სახლის შეძენას. ეს სახლი კი, ყველა თქვენს მოლოდინს და იმედს გაამართლებს. რატომ? - ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

 

მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებლის შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ, თუ რამდენად ნათელი სახლია და იგრძნობა თუ არა იქ სივრცე. სწორედ მაშინ, როდესაც ოქროყანაში მიმდინარეობდა კერძო ინდივიდუალურ სახლის  პროექტის წერა და გამართვა, “სიმეტრია პარკის” გუნდის წევრებმა სწორედ ამ ორ მთავარ რამეზე გაამახვილეს ყურადღება. შესაბამისად, "სიმეტრია პარკის" ინდივიდუალური სახლი სხვა ბევრ დადებით მახასიათებელთან ერთად გამორჩეულია იმით, რომ აქ მზის სხივები გაგაღვიძებთ ყოველ დილას, ხოლო სახლში თითოეული ნაბიჯის ათვისებას და გამოყენებას მარტივად შეძლებთ.

 

2

სიმეტრია პარკის” კერძო ინდივიდუალური სახლები აღჭურვილია JA Solar -ის ბრენდის მზის პანელებით, რაც გულისხმობს, რომ ცალკეულ სახლზე განთავსებული 5,46 კილოვატის სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური წლის განმავლობაში მოგცემთ 7 100 კილოვატ საათ ენერგიას. სწორედ ამის შედეგად კი შეძლებთ და დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს წელიწადში 1881,5 ლარით. 

მზის პანელები კიდევ ერთი ნიშნითაა გამორჩეული. მათი მონტაჟის შედეგად, შენობა ზამთარში ადვილად თბება, ხოლო ზაფხულში ადვილად გრილდება და ინარჩუნებს ტემპერატურას მთელი დღის განმავლობაში, რაც ბუნებრივია, რომ დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს. ამას გარდა, კედლებზე დამონტაჟებულია BEDEG-ის ბრენდის იზობლოკი შიდა დათბუნებით, გამოყენებულია ფრანგული Saint Gobain-ის ბრენდის weber -ის სათბოიზოლაციო მასალები და Reynaers-ის ბრენდის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები Soudal-ის ბრენდის საიზოლაციო არშიებით. 

მოკლედ რომ ვთქვათ, “სიმეტრია პარკში” კერძო ინდივიდუალური სახლის არჩევა ნიშავს, რომ წლის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს საგრძნობლად დაზოგავთ, სახლში კი მუდმივი სითბო და სიმყუდროვე იქნება. 

 

3

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ოქროყანაში მდებარეობს, თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზე. შესაბამისად, თუ თუ გადაწყვეტთ, რომ კერძო სახლი თბილისთან ახლოს შეიძინოთ, გახსოვდეთ, რომ "სიმეტრია პარკი" საუკეთესო არჩევანია. სიმეტრია პარკი  15 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და უზრუნველყოფილია ყველა პირობით, რაც იდეალური საცხოვრებელი გარემოსთვისაა საჭირო. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ხმაურისგან შორს და ამავდროულად ასე ახლოს ყოფნა საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. 

 

საბოლოოდ, ყველა სხვა დადებით მხარესთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ სახლები ბარდება მწვანე კარკასულ მდგომარეობაში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყენებულია ენერგო ეფექტური უმაღლესი ხარისხის მასალები. შესაბამისად, "სიმეტრია პარკის" ახალ მაცხოვრებლებს გასაკეთებელი ექნებათ მხოლოდ ე.წ ‘კოსმეტიკური’ რემონტი.

 

ამ ყველაფრის გარდა კი, “სიმეტრია პარკში” დაგხვდებათ სპორტული დარბაზი, მრავალფუნქციური საბავშვო მოედანი, სკვერი, ველობილიკი, რეკრეაციული ზონები, მისაღები, ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, ვიდეოუსაფრთხოების სისტემა, ლიფტების ტექნიკური მომსახურება, საერთო სარგებლობის ფართების დასუფთავება, მწვანე საფარის მოვლა, აფთიაქი და პარკინგი. 

 

და ისევ... სახლი მხოლოდ ოთხი კედელი არ არის. ეს არის შეგრძნება, რომელიც მუდამ თან დაგყვება და შეგრძნება იმისა, რომ მშვიდად, კარგად, სასიამოვნო გარემოში, უსაფრთხოდ ხარ. 

 

თქვენ როგორი შეგრძნება გექნებოდათ “სიმეტრია პარკი” რომ აგერჩიათ საცხოვრებელ ადგილად? რამდენად კმაყოფილი იქნებოდით დიდი, ნათელი კერძო სახლით, უსაფრთხო გარემოთი, რეკრეაციულ ზონასთან ცხოვრებითა და ულამაზესი ხედებით თბილისზე? 

 

თქვენ როგორი შეგრძნება გექნებოდათ სახლში დაბრუნების დროს?