სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 22.06.2021
სახლი ოქროყანაში

ნაცრისფერ ქალაქში  ცხოვრება, დაძაბულობას და სტრესს აორმაგებს. თბილისის ახალაშენებულ უბნებში  სოციალიზაციის ნიშანწყალიც არ ჩანს - მეზობლებისგან იზოლირება,  ჩაკეტილობა ... სულის შემხუთველი რეალობაა. საქმიანი ადამიანების ცხოვრების ტემპი არც იძლევა მეზობლების გაცნობის დროს და საშუალებას, ამაში ხელი გარემომ უნდა შეგიწყოს. სწორედ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით და მისი შეცვლის მიზნით  აიგო ახალი საცხოვრებელი უბნის „სიმეტრია პარკის“ კონცეფცია - ჰარმონია შინ და გარეთ, რომელიც მაცხოვრებლების სრულ კომფორტზე  კედლებს შიგნით და  მათ  გარეთ ერთნაირი შემართებით ზრუნავს. „სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში მდებარეობს, კოჯრის ტყისა და მთაწმინდის პარკის გასაყარზე  და  დახურული საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე აერთიანებს - 31 კერძო სახლს, 3 სართულით, სარდაფით, ტერასით, აივნებით, წინა და უკანა ეზოთი, საცურაო აუზით და მოწყობილი ბაღით.

1. რატომ უნდა შეიძინო სახლი ოქროყანაში?
 
- „სიმეტრია პარკში“ კერძო სახლის ყიდვა სწორად გათვლილი ინვესტიციაა, რადგან ინფრასტრუქტურის გამართვისა და ამ ტერიტორიის სრულად ათვისების პროცესი რომ კულმინაციას მიაღწევს, აქ უძრავი ქონების ფასი მზარდი პროგრესიით წაიწევს წინ. 

- კერძო სახლი ოქროყანაში ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 8 წუთის სავალზე. ქალაქის ბეტონის ჯუნგლებისგან თავის დაღწევა, სიმწვანეში ცხოვრება იმდენად დიდი ფუფუნება გახდა, რომ „სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე აღმოჩენისას თავი კურორტზე გგონია.

- „სიმეტრია პარკი“ მომავალ ბინადრებს არჩევანის საშულებას უტოვებს - სოციალიზდნენ მეზობლებთან  კერძო სახლის წინა ეზოში და განმარტოვდნენ უკანა ეზოში, სადაც საცურაო აუზისა და სამი ტიპის ბაღის მოწყობაა შესაძლებელი.

-  ოქროყანაში საცხოვრებლად გადმოსვლის მთავარი ხიბლი მისი სიახლოვეა როგორც ქალაქის ცენტრთან, ისე რეკრეაციულ ზონებთან. რომ აღარაფერი ვთქვათ, სუფთა ჰაერზე და ულამაზეს ბუნებისა და თბილისის ხედებზე, რომლებიც აქედან იშლება.

2. რა უპირატესობა აქვს „სიმეტრია პარკის“  კერძო სახლს?

- კერძო სახლის მთავარი უპირატესობა ფუნქციურად განაწილებული სივრცეები, განტვირთვისთვის განკუთვნილი ზონები - ტერასა, აივანი და იზოლირებული შიდა ეზოა.  „სიმეტრია პარკის“ კერძო ინდივიდუალური სახლის პირველი სართულის სივრცე ისეა მოწყობილი, რომ  სლაიდური ვიტრაჟის ტიპის კარ-ფანჯრის სრულად  გაღების შემთხვევაში, სამზარეულო და ეზო ერთიანდება და ხალისიანი თავშეყრისთვის საუკეთესო საშუალებას ქმნის.

- „სიმეტრია პარკის“ კერძო სახლში ცხოვრება ნიშნავს ზაფხულის ცხელი საღამოების გატარებას სუფთა ჰაერზე, საცურაო აუზის გარშემო. მეზობლებისგან იზოლირებული ეზო  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ და გინდათ, რომ ბავშვები მიაჩვიოთ ბუნებასთან სიახლოვეს.

- ჩვენი პროექტი ითვალისწინებს 3 ტიპის პარკირების შესაძლებლობას. აქ დაგხვდებათ როგორც ღია, ისე დახურული ავტოფარეხი თქვენთვის და თქვენი ოჯახის სტუმრებისთვის.

3. ენერგოეფექტური კერძო სახლის სარგებელი

- „სიმეტრია პარკის“ კერძო ინდივიდუალური სახლი ენერგოეფექტური შენობაა, რომელიც თბოიზოლაციის სისტემისა და რეინეარსის უმაღლესი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟების დახმარებით, შენობას მთელი დღის განმავლობაში უნარჩუნებს ტემპერატურას. ზამთარში, სახლი ადვილად თბება, ხოლო ზაფხულში იოლია მისი გაგრილება - ეს საშულებას მოგცემთ დაზოგოთ კომუნალური გადასახადები.

- თითოეული სახლის სახურავზე დამონტაჟდება მზის პანელები და მაღალი სიმძლავრის მზის ინდივიდუალური  ელექტროსადგური, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში  ელექტროენერგიაზე დაახლოებით 2000 ლარს დაზოგავთ. ახალი თაობის ელექტროსადგური გამოირჩევა ენერგიის დააგროვების სისტემით - დასასვენებლად წასვლისას, მზის სადგურში აარქივებთ ენერგიას, რომელსაც გამოიყენებთ შინ დაბრუნებისას ან მოგვიანებით, როცა მოისურვებთ.

საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მხოლოდ შენობების ერთიანობა არ არის, პროექტის მთავარი ხიბლი კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებული ინფრასტრუქტურაა. აქ დაგხვდებათ, საერთო მოხმარების სივრცეები როგორიცაა - 2000 კვ.მ.-ზე გაშენებული ცენტრალური პარკი და ფანჩატურის ტიპის მოსასვენებელი სივრცეები,  სადაც შეძლებთ სასიამოვნო საღამოების გატარებას კომპლექსის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად. უბნის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედანი, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. აქვეა განთავსებული საერთო მოხმარების სპორტ-დარბაზი და სპა, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისთვის საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. „სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე იმოქმედებს როგორც სუპერ-მარკეტი, ისე აფთიაქი და საკონდიტრო, აღარ მოგიწევთ საყიდლებზე შორი გზის გავლა და ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ თავმოყრილი.  

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ „სიმეტრია პარკში“ ცხოვრება უსარფრთხოების გარანტიაა, რადგან აქ 24/7-ზე მოქმედებს ვიდეო მონიტორინგის ტიპის დაცვის სისტემა. მოგემსახურებათ კონსიერჟი, მებაღე, დასუფთავების სამსახური და ტექნიკური ჯგუფი, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის გამართულ ფუნქციონირებაზე იზრუნებს.