სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 24.11.2021
ფიჭვნარი ოქროყანაში - ახალი მწვანე სივრცე თბილისში

მოთხოვნები, რომლებიც ადამიანებს საცხოვრებელი სივრცის მიმართ აქვთ, სხვადასხვა ტრენდის მიხედვით იცვლება ხოლმე, მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, სუფთა ჰაერი, ბუნებასთან სიახლოვე და ნაკლები ხმაური სულ უფრო აქტუალურია. მჭიდრო განაშენიანება კი, რაც ადრე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა, ახლა თბილისის ცენტრალურ ნაწილში ბინის შეძენისას ერთგვარ დაბრკოლებადაცაა ქცეული.   

 

თანამედროვე ადამიანები უკვე ერთდროულად ქალაქთან ახლოს და თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში არსებულ სივრცეებს ამჯობინებენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე მდებარე სახლი ოქროყანაში — რომელიც, ამ უპირატესობის გამო, უამრავ ახალ მოსახლეს იზიდავს.

 

ლანდშაფტის არქიტექტორი გვანცა ხელაძე ამბობს, რომ ოქროყანის ეკოლოგიური მდგომარეობა მართლაც გამორჩეულია და ეს კვლევებითაც დასტურდება. შესაბამისად, მის ოპტიმალურ განაშენიანებასა და განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ ახლა ოქროყანაში, 20 000 კვ/მ ფართობზე, დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ კერძო დასახლებას „სიმეტრია პარკს“აშენებს. ამ პროცესში მთავარი აქცენტი სწორედ სიმწვანეზე, დასასვენებელ პარკებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე კეთდება. გვანცა ხელაძეს მაგალითად პროექტის გამორჩეული ნაწილი — ცოტა ხნის წინ გაშენებული ფიჭვნარი მოჰყავს, რომელიც სივრცის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუმჯობესებს, აქაურ ყოველდღიურობას კი გაცილებით სასიამოვნოს ხდის.

 

სიმეტრია პარკი ძალიან მიმზიდველი ადგილია — კოჯრის ტყიდან წამოსული სუფთა, შესანიშნავი ჰაერით, ახლა კი უკვე ნარგავებითაც დატვირთული. გაზრდილი ხეების მოტანა, დარგვა და მოვლა მარტივი არ იყო, თუმცა გამოწვევა მაინც დაიძლია და გაშენდა ფიჭვნარი, რომელმაც ქარიც შეამცირა და მწვანე მასივებთან ერთად, ახალი მიკროკლიმატიც შექმნა. ცენტრალური პარკი და სხვა სარეკრეაციო-დასასვენებელი სივრცეებიც ისე დაიგეგმა, რომ აქ ცხოვრება ოთხივე სეზონზე ერთნაირად სასიამოვნო და კომფორტულია. ვფიქრობ, მიზანი შესრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისს  სწორად განვითარებული კომპლექსი შეემატება“, - აღნიშნავს გვანცა ხელაძე.

 

ოქროყანის ამ ნაწილის განაშენიანებასა და კეთილმოწყობას ახორციელებს დეველოპერული კომპანია „სიმეტრია პარკი“. ადგილი, რომელიც კომპანიამ მარადმწვანე მცენარეებისა და პარკების საშუალებით განსაკუთრებულ საცხოვრებელ ზონად აქცია, ბოტანიკური ბაღიდან და მთაწმინდის პარკიდან 3 წუთის სავალზე მდებარეობს, უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო გზასაც, სადაც ბულბულების ჭალასაც გაივლით.

 

„მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ ადგილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამავდროულად, ქალაქის ცენტრში უძრავი ქონების  საცხოვრებლად და საინვესტიციოდ შეძენა კვლავაც აქტუალურია. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით შევქმენით ადგილი, სადაც უსაფრთხოებასა და სიმშვიდესთან ერთად, აქცენტი გამწვანებასა და ეკოლოგიაზე კეთდება. ნარგავებისგან მთლიანად თავისუფალი ტერიტორია ისე ავითვისეთ, რომ საცხოვრებელ ზონასთან ორგანულად შერწყმული მარადმწვანე მასივები და პარკები გავაშენეთ. ვფიქრობ, ეს არის გზა, რომლითაც თბილისმა განვითარება უნდა გააგრძელოს“, - დასძენს „სიმატერიას“ დირექტორი ტარიელ გაბუნია.

 

ოქროყანის ტერიტორიაზე გაშენებულ ფიჭვნარსა თუ სხვა მწვანე სივრცეებს ზედამხედველობას სამომავლოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანია „ბრავა“ გაუწევს, რაც უპირველესად იქ არსებული მიკროკლიმატის დაცვასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.