ცენტრალური პარკი

ცენტრალური პარკი წარმოდგენილია, როგორც დასახლების ძირითადი მწვანე ტერიტორია, მას ასევე მაღალი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, შესაბამისად პარკის ტერიტორიის ათვისება მოხდა მწვანე ნარგავების მაქსიმალური ოპტიმიზაციით ფუნქციონალურ ზონებთან. აქ გამოყოფილია როგორც საბავშვო მოედნები ასევე დასასვენებელი ქვეზონები, გზასთან არსებულ ბეტონის კედელთან ინტეგრირებულია ხელოვნური კლდე, რომელიც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც ხელოვნური საცოცი კედელი. ხელოვნურ კლდესთან ინტეგრირებულ და პარკის შესასვლელში განთავსებულ წყლის სარკეებს ერთმანეთთან აკავშირებს წყლის ვიწრო არხი, რომელიც მიუყვება მთელი პარკის ტერიორიას და ასევე ინტეგრირებულია ბავშვების სათამაშო მოედანთან.

ლანდშაფტურ-არქიტექტურულ პროექტს წინ უძღოდა ტერიტორიის გეოგრაფიულ-კლიმატური და მიმდებარე ნაკვეთებზე არსებულ მწვანე ნარგავთა კვლევა, რის საფუძცველზეც შეირჩა კონკრეტული ვეგეტაციები. პარკში ოთხი სეზონის ინტერესის შესაქმნელად საპროექტო მცენარეები შეირჩა მათი სეზონურად განმასხვავებელი მახასიათებლების გამოყენებით, (დეკორატიული ღერო, ფოთოლი ზრდის ხასიათი ყვავილობის და ფოთოლცვენის სხვადასხვა პერიოდები).

იაპონური პარკი

სიმეტრია პარკის ცენტრალური შესასვლელი წარმოადგენს გენგეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს. იგი ხილვადია ცენტრალური გზიდან, მდებარეობს დასახლების ცენტრალურ შესასვლელთან, შესაბამისად, ლანდშაფტურ არქიტექტურული პროექტი ეფუძნება მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ლანდშაფტს და წარმოდგენილია იაპონური ბაღის კონცეფციით. ბაღის ძირითადი ნარგავები წარმოდგენილია ფორმირებული მცენარეების სახით. ტერიტორიის ესთეტიკური ღირებულების გასაზრდელად ამ ზონაში განთავსებულია წყლის ამრეკლავი ზედაპირი.