სიახლეები

გამოქვეყნების თარიღი 21.12.2021
უძრავი ქონების ღირებულების 10%-იანი უკუგება ყოველ წელს - „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდაზე ახალ საინვესტიციო შესაძლებლობას გთავაზობთ

      მთაწმინდაზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაზეც დიდად მოქმედებს გაქირავების ბაზარზე არსებული ვითარება. უცხოელი ვიზიტორები და ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოსული უცხოეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით ინტერესდებიან მთაწმინდის საცხოვრებელი კომპლექსით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას. გარკვეულწილად, მას ხელს უწყობს თბილისის ისტორიულ ნაწილთან და მთავარ რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვე, ტურისტული ობიექტები და მოქნილი სატრანსპორტო მომსახურება.

      Colliers International Georgia-ს 2019 წლის კვლევის თანახმად, კვადრატულ მეტრზე საშალო შეწონილი ქირავნობის კურსი თბილისის უბნებს შორის ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო მთაწმინდაზე ახალი ბინების გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა.

     2021 წლის „საქსტატის“ ინფორმაციით ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი 4 236 ლარი ფიქსირდება. შესაბამისად, მაღალია გაქირავების ღირებულება, რომელიც გადახდილი თანხის უკუგების საშუალებას იძლევა.

      მთაწმინდაზე ტერიტორია მოსახლეობის მოთხოვნილებების შესაბამისად ვითარდება. ოქროყანაში 20 000 კვ.მ. ფართობზე შენდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინების კომპლექსი „სიმეტრია პარკი“, რომელიც ორგანულად ჯდება უბნის არქიტექტურაში.

     კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის, ხოლო ბოტანიკური ბაღისა და მთაწმინდის პარკიდან-  3 წუთის სავალზეა. ასევე, ის უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო ბილიკს.

      კომპლექსის ინვესტიცია 45 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან უმეტესი წილი უცხოური ინვესტიციაა, ხოლო ნაწილი - საბანკო კაპიტალია, რაც დათქმულ დროში მისი დასრულების საშუალებას იძლევა.

     პროექტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც „კაპილოლ ჯგუფის“ წევრია. მისი წარმატებული პროექტებია: საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმროები, ბიზნესისა და სავაჭრო ცენტრები.

„სიმეტრია პარკში“ შეძენილი უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების სერვისს უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანიის „RE/MAX“-ის  ფრანჩაიზ კომპანია  - რემაქს კაპიტალი“ უზრუნველყოფს. კომპანიის დამფუძნებლის, მარიამ ასათიანის განცხადებით,  ე. წ. ლოქდაუნის პერიოდშიც კი, როცა ტრანზაქციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მთაწმინდაზე უძრავი ქონების კუთხით მოთხოვნა უცვლელი რჩებოდა.

დახურული საცხოვრებელი კომპლექსი გამართლებული ინვესტიციაა, რადგან დედაქალაქის განვითარებასთან და კერძო სახლებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოიმატებს მათი ღირებულებაც. ამის დასტურია პანდემიისგან შექმნილი რეალობაც, როცა საკუთარი სახლისა და ეზოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით. ამ პროცესმა კი კერძო ტიპის დასახლებების განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ამასთან, თუ კომპლექსი თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში მდებარეობს და კარგი ხედებით გამოირჩევა, მასში ინვესტირებული თანხის უკუგება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი,“ - განმარტა მარიამ ასათიანმა.

     „სიმეტრია პარკში“ შეძენილი ქონების უკუგება დაახლოებით ათ წელიწადშია შესაძლებელი, ყოველწლიურად კი 10%-ის უკან დაბრუნება (მონაცემები დათვლილია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული გაყიდვისა და გაქირავების ფასის მიხედვით).

    „სიმეტრია პარკის“ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, საბოლოოდ დაახლოებით ერთ წელში დამთავრდება. საცხოვრებელი ბინებისა და ინდივიდუალური სახლების გაყიდვა დაწყებულია. ამ მხრივ, კომპანია შეძენის მსურველებს საინტერესო პირობებს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი ფორმა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ და დეტალურად გაგაცნობთ სათანადო პირობებს.

   „სიმეტრია პარკი“ მაქსიამლურად გაითვალისწინებს თქვენს ინტერესებსა და მოთხოვნებს.